მიხეილ ყაველაშვილი - მინდა მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას "ანო“ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ევროპისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია


ავტორი
Front News საქართველო
მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“ ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, - ამის შესახებ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო ჩეხეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზადაა.
"მინდა გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“ ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რაც არა მხოლოდ ჩეხეთისთვის, არამედ მთლიანი ევროპისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. იგი ნამდვილი პატრიოტია და ვუსურვებ, რომ მისი ლიდერობის პირობებში ჩეხეთი კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს ჩეხი ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველო მზადაა ჩეხეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის“, - წერს ყაველაშვილი.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს