მიხეილ ყაველაშვილი - მივესალმებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიმედოვნებ, რომ ეს შეთანხმება არ იქნება მყიფე


ავტორი
Front News საქართველო
მივესალმებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, როგორც საკვანძო და იმედის მომცემ გადაწყვეტილებას გრძელვადიანი რეგიონული სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ყაველაშვილი წერს, იმედოვნებს, რომ ეს შეთანხმება გახდება გრძელვადიანი, სტაბილური მშვიდობის დასაწყისი.
„ვიმედოვნებ, რომ ეს შეთანხმება არ იქნება მყიფე და გახდება გრძელვადიანი, სტაბილური მშვიდობის დასაწყისი როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე იქნება ბიძგის მიმცემი სხვა კონფლიქტური რეგიონებისთვის, რათა დიპლომატიას ჰქონდეს მთავარი როლი მშვიდობის დასამყარებლად“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა