Logo

მიხეილ ყაველაშვილი - მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მადლობას გიხდით თანადგომისათვის

პოლიტიკა
220
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამაზან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

"მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს.

გულწრფელ მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ.

თქვენი გადაწყვეტილება, რომ ამ უმძიმეს წუთებში გაგეზიარებინათ ჩვენი ტკივილი და უარი გეთქვათ ნოვრუზ ბაირამისა და რამაზან ბაირამის დღესასწაულების აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვაზე, იმ ძმობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი დადასტურებაა, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეების - ქრისტიანებისა და მუსლიმების ურთიერთობა ეფუძნება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას. მადლობა სოლიდარობის იმ ღირსეული მაგალითისათვის, რომელიც ბოლო დღეებში გვიჩვენეთ", - წერს ყაველაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები