მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს ბილალ ერდოღანს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს ბილალ ერდოღანს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და ტრადიციული სპორტული სახეობების განვითარების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ბილალ ერდოღანი საქართველოში სპორტის სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის მოწვევით იმყოფება. ის ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრება, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს.
შეხვედრას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრნენ.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


