მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კოლეგებს შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
"მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და სერბეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო დინამიურ ხასიათს იძენს. პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მიხეილ ყაველაშვილი სერბეთში მიიწვია, თავის მხრივ, მიხეილ ყაველაშვილმა კი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა.
შეხვედრაზე კოლეგებმა ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს