Logo

მიხეილ ყაველაშვილი პატრიარქს ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა

პოლიტიკა
373
Frontnews image description

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

მისი თქმით, ქართველ ერს ილია მეორის ლოცვა, სიბრძნე და სულიერი სიმტკიცე აძლიერებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 93 წლის გახდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები