Logo

მიხეილ ყაველაშვილი - პრეზიდენტის თვალით დანახული არსებული პოლიტიკური რეალობა განსხვავებულია იმისგან, რასაც მანამდე ვხედავდი

პოლიტიკა
5 საათის წინ / 23:22
159
Frontnews image description

პრეზიდენტის თვალით დანახული არსებული პოლიტიკური რეალობა საქართველოში განსხვავებულია იმისგან, რასაც მანამდე ვხედავდი, როგორც პარლამენტის წევრი, - განაცხადა "იმედის" ეთერში პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დინამიკურად მიმდინარეობს.

„მინდა თამამად განვაცხადო ერთი რამ - საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება დინამიკურად მიმდინარეობს, კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ლეგიტიმური ხელისუფლება, ინსტიტუტები მუშაობენ და თავის საქმეს თავს ძალიან კარგად ართმევენ. ჩანს, რომ ეს პროცესი განგრძობადია და ჩანს ის მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც საქართველოს წინ ელოდება. ეს გამოწვეულია იმ თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია. აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ რეალობაში დაინახოს სურათი და არა მოზღვავებული სპეკულაციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო კვლავ მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ ჩვენი საზოგადოების განწყობას და რომ არა საზოგადოების ინფორმირება, რომ არა საზოგადოების რწმენა და დამაჯერებლობა საკუთარი ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, საქართველოში განსხვავებული რეალობა იქნებოდა. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ პროცესი არის სტაბილური“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

Advertisement