მიხეილ ყაველაშვილი - ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში


ავტორი
Front News საქართველო
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო. სამწუხაროდ, იყო მძიმე დღეები - სამოქალაქო ომი, სამი ომი გადავიტანეთ, დაპირისპირებები. ეს ყველაფერი გავლილია და ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა და არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ, სადაც მან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მისი თქმით, არჩევანის გაკეთება არ გასჭირვებია, რადგან ერთ მხარეს არის მშვიდობა და სტაბილურობა, ხოლო მეორე მხარეს არეულობა და დაპირისპირება.
"გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. გავაკეთე არჩევანი. გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან. არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება სტაბილურობა. სამწუხაროდ, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ჩვენს მოქალაქეებს, მათ, ვისაც სწამს ჩვენი სახელმწიფოსი, ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო, ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა. სამწუხაროდ, იყო მძიმე დღეები - სამოქალაქო ომი, სამი ომი გადავიტანეთ, დაპირისპირებები. ეს ყველაფერი გავლილია და ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა და არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს