მიხეილ ყაველაშვილი - რა შეიცვალა 15 წლის შემდეგ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა გმირი ანწუხელიძე მათთვის? ახლა გახდა რუსეთი მტერი?


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციაში თითქმის ყველა ჩართულია გარედან მართულ პროცესებში. როდესაც ვამბობ, რომ, სამწუხაროდ, არ გვყავს ღირსეული ოპოზიცია, ამას ვგულისხმობ. რა ნამუსით საუბრობენ სამშობლოზე, როცა უბრძოლველად ჩააბარეს კოდორის ხეობა, ამდენი ადამიანი გახადეს დევნილი? – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
"ერთი სცენარია, ერთი ქსელია, რომელიც გარედან არის დაფინანსებული. ჩვენდა სამწუხაროდ, ამაში ჩართულია მთელი ოპოზიცია. ტულსი გაბარდი საუბრობს ამავე თემაზე, წარმოგიდგენიათ, როგორი თანხვედრაა? მინდა, ახალგაზრდებს მივმართო, როცა ჩვენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე ვსაუბრობდით, მაშინ ქილიკი დაიწყეს, რომ არ ახსოვთ ეს თემები. ახლა მინდა, პასუხი გავცე ბატონ ჯაფარიძეს, რომელიც 2012 წლის შემდეგ გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი. თვითონ აღიარა, რომ დანაშაულს ჩადიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრებს აწამებდნენ და ამის შესახებ მთავრობაში იცოდნენ, მას აქვს ნათქვამი, რომ მან გააჟღერა ეს პირველად. ამის შემდეგ ეს ადამიანი ხდება იმ დანაშაულებრივი პარტიის წევრი. 2008 წელს გვქონდა ომი რუსეთის ფედერაციასთან, მაშინ აწამეს და მოკლეს გიორგი ანწუხელიძე. სწორედ ერთ წელიწადში სტრატეგიული ობიექტები მტერს მიჰყიდეს, ეს ლიდერები, რომლებიც დღეს რუსთაველზე არიან – ბურჭულაძე, ქათამაძე და სხვები, პირდაპირ უმღეროდნენ პუტინს იმ წლებში. ლარსზე იდგა მაშინდელი პრეზიდენტი და თავად ხვდებოდა რუს ტურისტებს.
მაშინ ყველა ერთ ხმაში ლაპარაკობდა, რომ უნდა მიეღოთ რუსი ტურისტები, ეს დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენი ომის შემდეგ. რა შეიცვალა 15 წლის შემდეგ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა გმირი ანწუხელიძე მათთვის? ახლა გახდა რუსეთი მტერი? პასუხი გამცენ, მაშინ რატომ აკეთებდნენ ამას? მე გავცემ პასუხს, დღეს რომ ქილიკობენ „დიფ სთეითზე“, მაშინ გადატვირთვა მოხდა რუსეთსა და „დიფ სთეითს“ შორის, ამის შემდეგ რუსეთი გახდა ამათი პარტნიორი, რადგან დაავალეს, რომ პოლიტიკა უნდა ყოფილიყო შეცვლილი. ახლა, როგორც კი შეიცვალა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ისევ დაუქნიეს ალამი და ახლა გაახსენდათ, რომ რუსეთი მტერია, ახლა გაახსენდათ ანწუხელიძე, ახლა გახდა რუსი ტურისტი მტერი და ა.შ. ეს ფაქტებია. მეცოდებიან ეს ახალგაზრდები, რომ გარე დაფინანსებით არიან ამ ყველაფრის მონაწილე. რომ ჰგონიათ, გულწრფელები არიან და სამშობლოსთვის იბრძვიან, დაუსვან ეს კითხვები მათ. გაციებული არ იყო ჩვენი გმირების სხეულები, რომ აქ ყიჟინა მოაწყვეს, გამარჯვებას ზეიმობდნენ. ეს იცის საქართველოს საზოგადოებამ. როცა ვამბობ, რომ, სამწუხაროდ, არ გვყავს ღირსეული ოპოზიცია, ამას ვგულისხმობ. თითქმის ყველა ჩართულია გარედან მართულ პროცესებში. რა ნამუსით საუბრობენ სამშობლოზე? უბრძოლველად ჩააბარეს კოდორის ხეობა, ამდენი ადამიანი გახადეს დევნილი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს