Logo

მიხეილ ყაველაშვილი - როგორმე უნდა გავასუფთაოთ ველი და ჩვენს ქვეყანაში გაჩნდეს ჯანსაღი ოპოზიცია

პოლიტიკა
259
Frontnews image description

"ამ ფაქტებს ვერავინ ვერ უარყოფს, რომელიც დღეს საქართველომ ამ შესაძლებლობით, ამ დამოკიდებულებით, ამდენი შეძლო ამ ერთმა ძალამ, ასეთი ზეწოლების, ასეთი მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მავნებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია", - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მეტი წარმატებისთვის ჯანსაღი კონკურენცია ყველას სჭირდება და ძლიერ პარტიას ძლიერი ოპონენტი უნდა ჰყავდეს.

"როგორმე უნდა გავასუფთაოთ ველი და ჩვენს ქვეყანაში გაჩნდეს ჯანსაღი ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მოთხოვნები მეტია და გამოსწორებაც ბევრ რამეს სჭირდება, მაგრამ ამ ფონზე, როცა ერთი ძლიერი პარტია არსებობს, ძლიერი ოპონენტი უნდა ჰყავდეს ძლიერ პარტიას, ყველას სჭირდება კონკურენცია, კონკურენციის არ არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წარმატებაც ფერხდება. ამ ფაქტებს ვერავინ ვერ უარყოფს, რომელიც დღეს საქართველომ ამ შესაძლებლობით, ამ დამოკიდებულებით, ამდენი შეძლო ამ ერთმა ძალამ, ასეთი ზეწოლების, ასეთი მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მავნებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და "ქართული ოცნება" შესაქებია", - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

Advertisement