მიხეილ ყაველაშვილი რომის ახალი პაპის ინაუგურაციას დაესწრება


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად, 18 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, - ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
ახალი პაპი კონკლავმა 8 მაისს აირჩია. ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრანსის პრევოსტი პაპობაში ლეო XIV-დ იწოდება.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა.
მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზეც იმყოფებოდა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა