მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ჟერონ კლიკსა და ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველის შეხვდა, - ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
"პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს შეეხო და აღინიშნა ეკონომიკური განვითარების პოზიტიური შედეგები.
მხარეებმა საქართველოსა და IMF-ს შორის არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
აღინიშნა, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მოიტანა ბევრ სექტორში.
მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს მადლობა გადაუხადა საქართველოს მაკროფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გატარების პროცესში მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა