Logo

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პოლიტიკა
144
Frontnews image description

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანასა  და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, საქართველოს სანაოსნო პოტენციალსა და ქართველ მეზღვაურთა შრომით პირობებს.  

მიხეილ ყაველაშვილმა ორგანიზაციასა და მის სამდივნოს, წლების მანძილზე ქვეყნისთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა 1993 წლიდან და გულმოდგინედ ასრულებს IMO-ს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით განსაზღვრულ მოვალეობებსა და ვალდებულებებს.

"საქართველო იცავს და ინარჩუნებს უმაღლეს სტანდარტებს საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში, მეზღვაურთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, მათ მომზადებასა და სერტიფიცირებაში, ასევე - საზღვაო გარემოს დაცვაში", - განაცხადა ყაველაშვილმა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და IMO-ს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტისა (WMU) და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (IMLI) ქართველი კურსდამთავრებულები ამჟამად  ქვეყნის საჯარო სექტორში არიან დასაქმებული  და საზღვაო სფეროს განვითარებას უწყობენ ხელს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ამჟამად ქვეყანაში 19 ათასზე მეტი მოქმედი  მეზღვაურია.

Advertisement