Logo

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ნაკრებს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს

პოლიტიკა
180
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთშია. ის საქართველოს ნაკრების დღევანდელ თამაშს შვილებთან ერთად უგულშემატკივრებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე დახვდა.

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები სტუმრად თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

Advertisement