
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხები განიხილეს.
"აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისტორიული კავშირები, საერთო ინტერესები და ურთიერთპატივისცემა განამტკიცებს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების განვითარებას, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს.
პრეზიდენტმა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. მიხეილ ყაველაშვილმა ვესელინ ვალკანოვს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს