Logo

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
147
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროში.

შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა "სარტყელის და გზის ინიციატივის“ ფარგლებში თანამშრომლობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.

მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები