მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მუტავასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისთვის და ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




