მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისა და საქართველო-უნგრეთის მჭიდრო პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, უნგრეთის მტკიცე და მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტებისადმი, ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესების პატივისცემა ორ ქვეყანას შორის გამორჩეული ურთიერთობების კიდევ ერთი ნათელი დასტურია.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა. ვაფასებთ თქვენს ძალისხმევასა და მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც შეიტანეთ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს