
ავტორი
Front News საქართველო
საუკუნეების განმავლობაში, ქართველი მეომრის და სამშობლოს მცველის ფენომენი განსაკუთრებულ ღირსებასთან, სიმამაცესა და ერთგულებასთან ასოცირდებოდა. თქვენ ამ საამაყო ტრადიციის ღირსეული გამგრძელებლები ხართ, - ასე მიმართა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32-ე წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.
მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ეს სამსახური არის ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუციური მდგრადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი.
მიხეილ ყაველაშვილმა თავდადებისა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა ყველა ოფიცერს, ვეტერანსა თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედ თანამშრომელს.
"სამ ათწლეულზე მეტია, რაც თქვენი სამსახური მტკიცედ დგას ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეროვნული სიმშვიდის სადარაჯოზე. თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და სამშობლოს უპირობო ერთგულება არის გარანტი, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ინსტიტუტები და სახელმწიფოებრივი ინტერესები საიმედოდ არის დაცული. ყველა თქვენგანი კარგად აცნობიერებს, რომ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე დგას არა მხოლოდ კონკრეტული პირებისა თუ სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება, არამედ მთლიანად სახელმწიფოს იმიჯი და საერთაშორისო რეპუტაცია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, უახლესი სტანდარტების დანერგვა კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო პარტნიორებში ნდობასა და ხაზს უსვამს ქართული სახელმწიფოს სიძლიერეს.
მიხეილ ყაველაშვილთან ერთად ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს