მიხეილ ყაველაშვილი - სატელეფონო საუბარი გავმართე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა და საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა.
"სატელეფონო საუბარი გავმართე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჩემს თურქ კოლეგას საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე. საუბარი შეეხო მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებას. ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას“, - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.
11 ნოემბერს საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


