მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან ანა ბრნაბიჩთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებაზე იმსჯელეს. ასევე მიმოიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტთაშორისი დიალოგის ხელშეწყობაზე. ხაზი გაესვა სერბეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, პარლამენტთაშორისი დიალოგისა და ჩართულობის გააქტიურებისათვის.
შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




