
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და თურქმენეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის ფორმატში გადაინაცვლეს.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების ნათელი დასტურია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ინვესტიციების წახალისებას, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე, შუა დერეფნის სტრატეგიული პოტენციალის უფრო ეფექტიან გამოყენებას.
"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია სატრანზიტო მიმართულებით კავშირების გაღრმავებით, მათ შორის, შავი ზღვის პორტებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო შესაძლებლობების გამოყენებით.
პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ყურადღება გამახვილდა ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდული და აკადემიური გაცვლითი პროგრამების განვითარებასა და ერთობლივი კულტურული ინიციატივების მხარდაჭერაზე.
მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
სერდარ ბერდიმუჰამედოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს