მიხეილ ყაველაშვილი - შეწყალება ჰუმანური აქტია და პირველივე დღიდან ძალიან მკაცრი მოთხოვნები დავაყენე


ავტორი
Front News საქართველო
მე ვერ განვახორციელებ შეწყალებას, მეორე მხარეს გათავისებული თუ არ აქვს, რომ მე ის უნდა შევიწყალო; ეს პროცესი არის მთავარი განმაპირობებელი, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, რა მიდგომით ხელმძღვანელობს, როდესაც შეწყალების უფლების გამოყენებას ეხება საქმე და ხომ არ აპირებს დისკრეციული უფლების გამოყენებას აქციებზე დაკავებულებთან მიმართებაში.
„თავისთავად, შეწყალება ჰუმანური აქტია და პირველივე დღიდან ძალიან მკაცრი მოთხოვნები დავაყენე, რადგან თავად უნდა გრძნობდე ადამიანი, როცა შენს გადაწყვეტილებაზეა ეს დამოკიდებული, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ხინჯი არ იყოს. ბევრი სპეკულაციაა, ბევრი მსურველია. არის კრიტერიუმები, რომლებსაც მკაცრად მივყვებით და პირველ რიგში, ეს უწყებები აუცილებელია, რომ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ყველა უწყების პასუხისმგებლობა მჭირდება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულის პოზიციები, საქმეში თუ არსებობს. შეწყალების უფლება კი გაქვს, მაგრამ ვერ მისცემ შენ თავს უფლებას, რომ ამა თუ იმ საკითხში თუ არსებობს დამნაშავე, მას ჰყავს დაზარალებული და შენ აქტს აკეთებ და დამნაშავეს უშვებ, ესე იგი, არ ხარ მართალი, არასწორი ხარ და ეს შეუძლებელია.
ძალიან მკაცრად მაქვს ეს საკითხი დაყენებული. ეს უწყებები ამ პროცესებს ერთად გადიან და შემდეგ ხდება შეჯერება, პასუხისმგებლობის გადანაწილება, რომ ყველა ვთანხმდებით ამა თუ იმ ადამიანზე, რომ ეს ადამიანი არ იქნება საშიში და მივცეთ შესაძლებლობა, თავისუფლება იხილოს, მაშინ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი სიამოვნებაა, რომ ადამიანს ასეთ შესაძლებლობას აძლევ. ეს მუდმივად ასე იყო, მაგრამ რასაც ამ ახალგაზრდებთან მიმართებაში მეკითხებით – ამის გააზრება თუ არ მოხდება, რომ დანაშაული თუ ჩავიდინე, დამნაშავე ვარ და ვაგებ პასუხს. მეორე თემაა, ისეთი იდეებით თუ ვარ შეპყრობილი, ბოლშევიკები, დეკაბრისტები პირდაპირ რომ მიდიოდნენ და ეწირებოდნენ, ციხეშიც მიდიოდნენ და არც შეწყალებას ითხოვდნენ, დიახაც, იმიტომ ჩავდივარ ამ დანაშაულს, იმიტომ განვახორციელე ეს აქტი, ეს ხელისუფლება ჩემთვის მიუღებელია და მტერია. ორი მხარე უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ შეწყალების აქტი შედგეს. მე ვერ განვახორციელებ შეწყალებას, მეორე მხარეს გათავისებული თუ არ აქვს, რომ მე ის უნდა შევიწყალო; ეს პროცესი არის მთავარი განმაპირობებელი. ეს თუ მოხდება და ეს გააზრება შედგება, რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება, მოხდეს შემდეგ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს