
ავტორი
Front News საქართველო
"შუამთობა ის დღესასწაულია, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, კულტურა და ის ფასეულობები, რომლებმაც ჩვენი ეროვნული იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაულზე განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას ყაველაშვილმა შუამთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახალხო დღესასწაულები ქართული კულტურის, ფოლკლორისა და ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შუამთობა სხვადასხვა თაობის ადამიანებს აერთიანებს და არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, უკეთ გაეცნონ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებს, რომლებზეც ქართული საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
მან მადლიერება გამოთქვა წინაპრებისა და უხუცესების მიმართ, ვისი დამსახურებაცაა ამ უნიკალური დღესასწაულის დღემდე შემონახვა და აღნიშნა, რომ ეროვნული ტრადიციების დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა ქვეყნის კულტურული განვითარების მყარი საფუძველია.
მისი თქმით, სწორედ ასეთი სახალხო დღესასწაულები აძლიერებს საზოგადოების ერთიანობას, ისტორიულ მეხსიერებას და ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს