Logo

მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინს შეხვდა

პოლიტიკა
248
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, სლოვაკეთის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კოლეგებს შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ კავშირებს, საერთო ღირებულებებსა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს.

ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

მიხეილ ყაველაშვილმა, სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement