მიხეილ ყაველაშვილი "სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა

ავტორი
Front News საქართველო
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოხარულია, რომ დღეს "სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა.
ყაველაშვილის თქმით, სტუდენტების, სპორტსმენების, სამთავრობო გუნდისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობა ამ გარბენში მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა თითოეული მოქალაქის საერთო პასუხისმგებლობაა.
მისივე თქმით, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დღეს საზოგადოება ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ დგამს, არის ინვესტიცია ქვეყნის უკეთეს მომავალში.
ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა თითოეულ მონაწილეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, იმ საოცარი მუხტისა და ენერგიისთვის, რომელიც გარბენისას იგრძნობოდა და დასძინა, რომ მათი ენთუზიაზმი ნამდვილად სამაგალითოა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




