მიხეილ ყაველაშვილი სულხან თამაზაშვილს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ასევე ისაუბრეს ტურისტული სეზონის მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ ახალ პროექტებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აჭარაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მიხეილ ყაველაშვილმა სულხან თამაზაშვილისგან სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებები კიდევ ერთხელ უსურვა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს