Logo

მიხეილ ყაველაშვილი - თავად "ბიბისიც" მსხვერპლია იმ ძალის, რომელიც მართავს ევრობიუროკრატიას და ჩვენს რადიკალურ ფრთას

პოლიტიკა
136
Frontnews image description

ფეხბურთში რომ გადმოვიტანოთ და შევადაროთ „რეალ მადრიდს“, არგენტინის ნაკრებს, იმხელა რეიტინგი ჰქონდა „ბიბისის“ და ასე მდარე რეპორტაჟს აკეთებს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, თავად „ბიბისიც“ მსხვერპლია. აღარ ვმალავთ „დიფ სთეითს“. ყველა ღიად საუბრობს, რომ იმ ძალის, რომელსაც უნდა მთლიანად ეს პროცესი მართოს და მართავს კიდეც ევრობიუროკრატიას, მართავს „ბიბისის“ და მართავს ჩვენს რადიკალურ ფრთას. ეს ერთი ხაზია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ევროპელ მოქალაქეს ინფორმაცია აღარ მიეწოდება და ეს დემოკრატიის უკუსვლაა.

"როგორ შეიძლება არ გაწუხებდეს დღევანდელი მდგომარეობა, ამაზე მქონდა საუბარი, ფილმებია გადაღებული, რამდენი გარდაცვლილი ჟურნალისტია, თავის საქმეს შეწირული, რომ სიმართლისთვის ებრძოლა. ასე ახლოს ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან არასდროს ვყოფილვართ. ამდენი მედიასაშუალებაა. ნუთუ ერთს არ გაუჩნდა განსხვავებული შეხედულება, ჩამოვიდეს და ჩაწეროს აქ განსხვავებული აზრის მქონე. პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, საზოგადოებიდან ჩაიწეროს და მისცეს ეს ინფორმაცია ევროპელ მოქალაქეს და მან თავად შეაფასოს, მაგრამ ეს არის დახშული. ეს არის დემოკრატიის უკუსვლა, ეს ყველაფერი შეცვლილია. ამ თითქოს თავისუფლების, ფსევდოლიბერალი ძალის ქვეშ მოყოლილი ევროპელი მოქალაქე, რომელსაც თითქოს კეთილდღეობა მისცეს, სოციალური, ხელფასები, ამ ყველაფრით უზრუნველყოფილი ადამიანი უცებ გახდა მსხვერპლი და მას ინფორმაცია აღარ მიეწოდება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები