Logo

მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა

პოლიტიკა
720
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტს თელავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.

მიხეილ ყაველაშვილმა საექსპოზიციო სივრცეები, არქეოლოგია-ეთნოგრაფიის და სახვითი ხელოვნების ორი დარბაზი დაათვალიერა. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებს გაეცნო.

მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ბატონის ციხის კომპლექსში კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, დეპუტატები გელა სამხარაული და ლევან მახაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე იმყოფებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები