მიხეილ ყაველაშვილი წრიული რბოლების ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად, წრიული რბოლების ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სპორტს და სპორტულ ღონისძიებებს. დღე არ გავა, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა არ გაგვახარონ და დიდ წარმატებას არ მიაღწიონ. 2012 წლიდან დაწყებულია სპორტისა და სპორტული ფედერაციების მიზანმიმართული განვითარება", - აღნიშნა ყაველაშვილმა.
მან ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა.
"ყველა რეგიონში იქნება მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ამას შედეგიც აქვს. ეს არის საწყისი ეტაპი. მერწმუნეთ, წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გველოდება“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
ღონისძიება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა. ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ორკესტრმა შეასრულა, რასაც ვერტმფრენების საჩვენებელი გადაფრენა მოჰყვა. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა რბოლის დაწყებამდე რუსთავის ავტოდრომზე მისულ სტუმრებს შოუ-პროგრამით უმასპინძლეს. კერძოდ, გაიმართა ისტორიული ავტომობილების გამოფენა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს