Logo

მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

პოლიტიკა
161
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივა განიხილეს.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერებასა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას უწყობს ხელს.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის  მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფნის აქტუალობა და საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას ცენტრალურ აზიაში მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით. მისივე თქმით, თურქმენეთის სამშვიდობო პოლიტიკა რეგიონში იმ პოლიტიკის იდენტურია, რომელსაც საქართველო სამხრეთ კავკასიაში ატარებს.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები