Logo

მიხეილ ყაველაშვილი - უკრაინაში ომიც რომ დასრულდეს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, ფხიზლად და მომზადებული უნდა ვიყოთ

პოლიტიკა
86
Frontnews image description

განვაცხადე, მთავარ დამნაშავეს მიაგნესთქო, თურმე ამ პროცესების მიზეზი, [რუსეთ-უკრაინის] ომი რომ არ ჩერდება, „იმედი“ და „პოსტივი“ ყოფილა. წარმოიდგინეთ, რამდენად სასაცილოა ამის გამო დასანქცირება და შეფასებები, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, სულ რამდენიმე, ქვეყანა იყო, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა დიდ ქვეყნებს, ჩარეულიყვნენ და  ომი შეეჩერებინათ.

„განვაცხადე, მთავარ დამნაშავეს მიაგნესთქო, თურმე ამ პროცესების მიზეზი, ომი რომ არ ჩერდება, „იმედი“ და „პოსტივი“ ყოფილა. წარმოიდგინეთ, რამდენად სასაცილოა ამის გამო დასანქცირება და შეფასებები. ჯერ ერთი, აშშ-ის პრეზიდენტი პირველივე დღიდან ამბობდა, ის რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა, ხომ? ჩვენ პირველი დღეები გვახსოვს, მანამდე მოწოდებები და მინიშნებები ბაიდენის მხრიდანაც, რომ ეს ომი დაიწყება და გარდაუვალია ეს პროცესები? სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ქვეყანა ვიყავით, ვინც პირდაპირ მოუწოდებდა ამ დიდ ქვეყნებს, ჩაერიეთ, რომ ამ პროცესების შეჩერება როგორმე მოხდესთქო. ფაქტია, ეს მაშინაც შესაძლებელი იყო. მგონი, აღარ არის დამალული, საზოგადოებამ იცის, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები. არის სპეკულაციები, რაღაც შეხვედრები, თითქოსდა გამოიკვეთება, რომ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გრძელდება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ისეთ რეგიონშია, რომ ომის დასრულების შემდეგაც ვერ შეძლებს მოდუნებას, რადგან მუდამ მტკიცედ და ფხიზლად უნდა იყოს.

„მე მაქვს გამბედაობა, ასე მყარად ვსაუბრობ ჩვენ ქვეყანაზე, ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე და დღევანდელ მდგომარეობაზე, რადგან პირნათელი, მართლები ვართ, რატომ ვიქცეოდით ასე და რა გვქონდა მხედველობაში მაშინ, რისთვისაც გვამუნათებდნენ. გვებრძოდნენ ჩვენივე მოქალაქეები, აქციებს გვიმართავდნენ აქ, როგორმე მოეხდინათ ჩვენი პროვოცირება, ჩავრთულიყავით. ყველა აკეთებდა ამას, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვები, გახსოვთ ელჩის გაწვევა, აქ პროვოკაციები და ასე შემდეგ, გარეთაც ეს ბიუროკრატია, მათი ქმედებები. თურმე, როგორი გამალებული ვაჭრობა მიმდინარეობდა რუსეთთან და ჩვენ აქ სანქციებზე მოგვიწოდებდნენ. ეს ყველაფერი გამოაშკარავდა, მაგრამ, აბა, გაუბედონ ფონ დერ ლაიენს ან კაია კალასს ამ წარმომადგენლებმა რამე კრიტიკული. ეს ხომ ყველას თვალწინ ხდება და პირდაპირ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ იყო ეს გაჟღერებული? აღარაფერს ვამბობ ამ ფონდებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყო. ეს ყველაფერი ხელის გულზეა, აღარ არის დამალული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცესი არ ჩერდება. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ვერაფრის დიდებით ვერ მოხდება, რომ ჩვენ დავკმაყოფილდეთ და მოვეშვათ, გამორიცხულია. ომიც რომ დასრულდეს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ და ისეთი სახელმწიფო ვართ, ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ფხიზლად, მტკიცედ და მომზადებული უნდა ვიყოთ ასეთი დაძაბულობის რეჟიმში. ჩვენი განათლების სისტემა, ჩვენი ცხოვრების წესი, ყველაფერი ამას უნდა მიესადაგებოდეს, თორემ ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, სხვანაირად გადარჩენა არ გვიწერია. თუ გადავრჩით, მხოლოდ ამ ერთიანობით, შემართებით და დამოკიდებულებით გადავრჩით. ეს არის ჩვენი ხედვა. უნდა მოხდეს უფრო მეტად სრულყოფა ინსტიტუტების, მიმართულებების, რომ თითოეული მოქალაქე ამ ქვეყანაში იყოს ძლიერი, შეძლებული, ჯანმრთელი, პატრიოტი, განათლებული და გონიერი, პასუხისმგებელი საკუთარ ქვეყანაზე, ოჯახზე, რწმენაზე და ტრადიციაზე. ასეთი ქვეყანა გვინდა ჩვენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნაკლებად ყოფილიყო დამოკიდებული ვინმეზე და ეს პროვოკაციები აირიდა თავიდან, მაგრამ პროვოკაციები არსად წასულა.

„ჩათვალეთ, ეს „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება იგივე გზაა, რაც აქ გამოსვლები, მოწოდება იყო, მოხალისეების გაშვება და ა.შ. ერთი და იგივე ქსელია. მანამდე, იყო მოწამვლის თემა, „ბიბისიმ“ თავს უფლება მისცა, ფეიკ გადაცემა გაეკეთებინა ჩვენ ქვეყანაზე. ძალიან გული მტკივა უკრაინელ ხალხზე, მაგრამ წარმოიდგინეთ, რაში გვაცხოვრებდნენ, თითქოს ერთნი ვართ, იმის ბედი ჩემი ბედია. როგორ არის იმის ბედი ჩემი ბედი? აბსოლუტურად განსხვავებულია", - განაცხადა ყაველაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები