მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე განცხადებით, საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება.
"მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო უზბეკეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. მზად ვართ გავაღრმაოთ ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების პოტენციალის უკეთ ათვისებასა და ჩვენი ქვეყნებისთვის მეტი კეთილდღეობის შექმნაში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო უზბეკეთს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, შესაბამისად, ქვეყანა დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობით.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან: უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უზბეკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ხოლო საქართველოს მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში და პრეზიდენტის მრჩეველი დაესწრნენ.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს