Logo

მიხეილ ყაველაშვილი - ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება

პოლიტიკა
357
Frontnews image description

ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება, - ამის შესახებ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილშია აღნიშნული, რომლითაც იგი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართავს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები არა „დიპ სტეიტთან“, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს.

"მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები არა „დიპ სტეიტთან“, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამუდმებულ მცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, არა გენდერულ და ლგბტ პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს“, - აღნიშნულია წერილში.

მიხეილ ყაველაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

"პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მზად ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა კი, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ თქვენი ადმინისტრაციის სამართლიანი და გულისხმიერი დამოკიდებულების დამკვიდრებაა“,- აღნიშნულია ღია წერილში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები