Logo

მიხეილ ყაველაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

პოლიტიკა
489
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად  ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დადების დღესასწაულთან დაკავშირებით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა.

სადღესასწაულო წირვას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტრადიციულად, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ღვთისმშობლის კვართი და სხვა სიწმინდეები დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს და მსვლელობით ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.  მრევლს წელიწადში ერთხელ, სწორედ ვლაქერნობის დღესასწაულზე აქვს შესაძლებლობა მთელი დღის მანძილზე მოილოცოს აღნიშნული სიწმინდეები.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები