მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა.
"შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 4 პირს მოეხსნა ნასამართლობა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს", - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




