Logo

მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა

პოლიტიკა
346
Frontnews image description

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.

“საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2025 წლის 4 ოქტომბერს”, - აღნიშნულია პრეზიდენტის N05/08/01 განკარგულებაში.

Advertisement