მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში, მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა.
გამოფენა საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართა. პავილიონებში წარმოდგენილი იყო თემატური ექსპოზიციები როგორიცაა: წყალი, ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი ქალაქი, ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, მწვანე მშენებლობა და სხვა.
მიხეილ ყაველაშვილთან ერთად მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმყოფებოდა.





