Logo

მიხეილ ყაველაშვილმა და პეტერ პელეგრინიმ "თავისუფლების კარიბჭის" მემორიალი გვირგვინით შეამკეს

პოლიტიკა
117
Frontnews image description

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ 1945-1989 წლებში კომუნისტური ჩეხოსლოვაკიიდან გაქცევის მცდელობისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და "თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალი 2005 წელს დევინში გაიხსნა. ის თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლოა.

მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები