Logo

მიხეილ ყაველაშვილმა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო

პოლიტიკა
167
Frontnews image description

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და  პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები