Logo

მიხეილ ყაველაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

პოლიტიკა
390
Frontnews image description

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.

მიხეილ ყაველაშვილი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგო და საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის უმაღლესი დონის შეხვედრები კოლეგასთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეხვედრას გამართავს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან.

 

Advertisement