მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს დანიის ნაკრებთან გამარჯვება მიულოცა.
მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთელებს ღირსეული თამაშისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ შეხვედრებში წარმატება უსურვა.
“გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს!
მადლობა ჩვენს ძვირფას კალათბურთელებს ღირსეული თამაშისათვის. წარმატებას ვუსურვებ მომავალ შეხვედრებში”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-დანიის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




