მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა დიდი ისტორიის მქონე ორ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის გამყარებისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისათვის.
მიხეილ ყაველაშვილმა მაჰმუდ ადიბს მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ახალი ელჩის აქტიური ჩართულობით საქართველო-ირანის ურთიერთობა კვლავაც დინამიკურად განვითარდება.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




