Logo

მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა

პოლიტიკა
360
Frontnews image description

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს,  პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

"აღნიშნული ტიტულის მოპოვებისათვის, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს საპატიო მედლები გადასცა.

ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ღონისძიება „თბილისი არენაზე“ გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობას იღებენ ათლეტები 120 ქვეყნიდან. ჩემპიონატი დაშნაში, რაპირასა და ხმალში მიმდინარეობს. ასპარეზობები მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ შეჯიბრებებს. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement