მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან დელეგაციების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პეტერ პელეგრინისთან დელეგაციების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი, მათ შორის, დარგობრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
"განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური ურთიერთობის განმტკიცების მნიშვნელობაზე, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ხალხთაშორისი ურთიერთობის წახალისებაზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღევანდელ რთულ და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური დაკავშირებადობა და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი როლი. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება სლოვაკეთის ინტერესს რეგიონის პოტენციალის მიმართ და გამოითქვა მზაობა მჭიდრო ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სლოვაკეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და კვლევით ინსტიტუტებს შორის მჭიდრო კონტაქტების წახალისებისა და ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, მათ შორის, როგორც გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების, ისე სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




