
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისა და ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
"როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობასა და სანიმუშო სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას.
მიხეილ ყაველაშვილმა ალი ქაან ორბაის მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ახალი ელჩი გააგრძელებს მის მიერ დამკვიდრებულ სტანდარტს და წვლილს შეიტანს საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობის განვითარებაში.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს