
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს შავკატ მირზიოევს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, "ოქროს საწმისის" ორდენი გადასცა, რომლითაც უცხოეთის ის მოქალაქეები ჯილდოვდებიან, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, - ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით დღეს ჩამოვიდა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს