
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 8 ქვეყნის: თურქეთის რესპუბლიკის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, გვინეის რესპუბლიკის, გამბიის რესპუბლიკის, შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკისა და პარაგვაის რესპუბლიკის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა მიიღეს.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს