მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის პატრიარქმა წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ წმინდა სავას ტაძარში უმასპინძლა.
მიხეილ ყაველაშვილი ტაძარში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან, თანხმლები დელეგაციის წევრებთან, ასევე სერბეთის პირველ ლედისთან, თამარა ვუჩიჩთან ერთად იმყოფებოდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წევრებს, სერბეთის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ პორფირემ სავას ტაძრის ისტორიისა და იქ დაცული უნიკალური სიწმინდეების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან, პარლამენტის დეპუტატებთან - ირაკლი მეზურნიშვილთან, ირმა ზავრადაშვილთან, გურამ მაჭარაშვილთან, საქართველოს ელჩთან სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძესთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




