მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის ვიცე-პრემიერმა Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა

ავტორი
Front News საქართველო
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა.
Belgrade Waterfront 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მონუმენტური ურბანული აღორძინების პროექტია, რომელიც ქმნის ახალი ქალაქის ცენტრს და ახალ საერთაშორისო დანიშნულების ადგილს. პროექტი სერბეთის მთავრობასა და კომპანია Eagle Hills Properties-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც ორიენტირებულია ახალი საქალაქო ჰაბების შექმნაზე.
დელეგაციის წევრები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




